საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022

    2022 წლის  24 – 30 ივლისს,   ქალაქ დაეჯეონში (სამხრეთ კორეა)  გაიმართება „აზიის სამეცნიერო ბანაკი 2022“,  სადაც ლექციებს წაიკითხავენ ნობელის  პრემიის  ლაურეატები და ცნობილი მეცნიერები. სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის  და  ქიმიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.  სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება ორგანიზატორების მიერ. 

     

    კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

     

    •  მაღალი აკადემიური მოსწრება;
    •  საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების პირველი ან  მეორე წელი;
    •  ასაკი - 21 წლამდე
    •  ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია, წერა, კითხვა).

     

    გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ   გამარჯვებულის შემთხვევაში  წასვლისთვის, ორჯერადად ვაქცინაციიდან გასული არ უნდა იყოს 180 დღეზე მეტი.

     

    კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს

    • CV (ინგლისურ ენაზე);
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და საბაკალავრო პროგრამის მითითებით;
    • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;
    •  პირადობის მოწმობის ასლი.

     

    საბუთების წარდგენა  ელექტრონულად მისამართზე   vazha.trapaidze@tsu.ge   2022  წლის  1 აპრილის ჩათვლით.

    თარიღი: 24/03/2022